ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T43 - MDF-ის, ხისა და ლითონის კარების მონტაჟის ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ოცნება" აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: MDF-ის, ხისა და ლითონის კარების მონტაჟის სამუშაო.

მომსახურების შესყიდვის პერიოდი: 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე. თუ კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული იქნება ვალდებულებები კეთილსინდისიერად, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხარეთა შეთანხმებით.

ომსახურების მიღების ადგილი: ქ ბათუმი.

პრეტენდენტი(ტენდერში მონაწილე პირი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება
  • უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება კარების დამზადების ან მონტაჟის სამუშაოს წარმოებისა
  • უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები სამუშაოს საწარმოებლად


მომსახურების პირობები:

  • დამკვეთი უკვეთავს კარების მონტაჟის სამუშაოს, ხოლო შემსრულებელი უზრუნველყოფს კარების მიტანას და მონტაჟს საკუთარი სატრანსპორტო, ტექნიკური საშუალებებითა და მასალებით დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე
  • დაკვეთილი სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს კონკრეტული დაკვეთისას შეთანხმებულ ვადაში, დაუშვებელია ვადის გადაცილება ან სამუშაოს ვადაში შეუსრულებლობა
  • სამუშაოსათვის საჭირო მასალების გამოყენება უნდა განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე. დაუშვებელია უხარისხო და ვადაგასული მასალების (ქაფი, წებო და სხვა) გამოყენება
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დასტურდება სამუშაოს შესრულება
  • კარის მონტაჟის დასრულების შემდეგ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია, ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით


ანგარიშსწორება:

შპს "ოცნება" ყიდის კარებს. მყიდველის მიერ კარის მონტაჟის შეკვეთის შემთხვევაში კარის მიტანას და მონტაჟს უზრუნველყოფს შემსრულებელი. თითოეული კარის მონტაჟის ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ანგარიშსწორება ხორციელდება სამუშაოს შესრულებისთანავე მყიდველის მიერ. სატენდერო წინადადებების განხილვის ვადა 2014 წლის 25 აპრილიდან 2014 წლის 1 მაისამდე.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

  • მომსახურების საფასური (ერთი კარის მიტანა და მონტაჟი)
  • მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები
  • გამოცდილება


ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს ტენდერში გამარჯვების შესახებ ეცნობება წერილობით, რითაც წარედგინება, ასევე, ხელშეკრულების პროექტი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, ან სხვა დოკუმეტი, რითაც დასტურდება, რომ პრეტენდენტს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნია
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოკლე ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ
  • იმ პირთა სია, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, რომლებმაც უნდა შეასრულონ სამუშაო
  • მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც გააჩნია პრეტენდენტს სამუშაოს შესასრულებლად:
  • - ავტოსატრანსპორტო საშუალება კარების მიწოდებისათვის
    - ხელსაწყოების ჩამონათვალი და სხვა
  • კარის მიტანისა და მონტაჟის ღირებულება ქ. ბათუმის ფარგლებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

განცხადებები და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: otsneba.raul@mail.ru ან ბეჭდური სახით მის: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 20.

განცხადებების მიღების ვადა: 2014 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 25 აპრილამდე

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 577 21 00 01
ვებ-გვერდი: http://www.otsneba.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ