ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T331 - ოფთალმოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ოფთალმოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის შესყიდვის თაობაზე. 

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ერთ ან რამოდენიმე სატენდერო განცხადებაში მითითებულ საქონელზე: 

  • 1. ოფთალმოლოგიური აპარატურის დასადები მაგიდა;
  • 2. ნაპრალოვანი ნათურა;
  • 3. პროექტორი.


შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში #1.1, დანართში #1.2, დანართში #1.3 

ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #2 

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. გორი 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1.1, დანართი 1.2, დანართი 1.3)
  • მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
  • ღირებულების გადახდის პირობა
  • მიწოდების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღისა)
  • საგარანტიო პირობები, ვადა
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა
  • ოფთალმოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის პროსპექტი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, დისკზე ჩაწერილი


* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართის #1.1, დანართის #1.2, დანართის #1.3 სახით. დანართი #1.1, დანართი 1.2 და დანართის # 1.3 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი – „ექსელის“ ფორმატში. ტექნიკური მახასიათებლების ფორმები ზედმიწევნით უნდა იყოს შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა შეიძლება განხილული, როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით


დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. 

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. 

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი: 

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), ხოლო ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია 

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ, „ავერსის კლინიკა“. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) ხოლო 11 თებერვალს 15:00 საათამდე. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: 

დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ