ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T319 - ტენდერი რადიოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. 2015 წლის 6 თებერვალს განხორციელდა დამატებითი ცვლილება და დაემატა დანართი #1.12. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია მიმაგრებულ დოკუმენტებში.
ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს რადიოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვის თაობაზე 

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ერთ, რამდენიმე ან სატენდერო განცხადებაში მითითებულ ყველა აპარატზე 

შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში #1.1 - დანართში #1.12:

  • 1. ჰიბრიდული საოპერაციოს ანგიოგრაფი – 1 ც
  • 2. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი – 2 ც.
  • 3. 16-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი – 3 ც.
  • 4. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატი – 7 ც.
  • 5. რენტგენის აპარატი - 3 ც.
  • 6. PET/CT (პოზიტრონემისიური–კომპიუტერულტომოგრაფიული აპარატი) – 1 ც.


ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #2. 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1.1 – დანართი #1.12)
  • მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება, რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
  • ღირებულების გადახდის პირობა*
  • მიწოდების ვადა (წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეულ აპარატზე)
  • საგარანტიო პირობები/ ვადა
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა
  • აპარატების პროსპექტი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, დისკზე ჩაწერილი


დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები (დანართები), აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი – „ექსელის“ ფორმატში. ტექნიკური მახასიათებლების ფორმები, (დანართები), ზედმიწევნით უნდა იყოს შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით


დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. 

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. 

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი: 

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), ხოლო ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია. 

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის 23 იანვრიდან – 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა), ხოლო 2015 წლის 13 თებერვალს 12:00 საათამდე. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: 

დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ