ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T307 - ტენდერი სანათების და ნათურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სანათების და ნათურების შესყიდვაზე.

საქონლისა და მომსახურების დასახელება გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში:

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში)

საგარანტიო მომსახურება (1 წელი)

სხვა მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 30 იანვრამდე ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
  • ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავთო სალუქვაძეს: ტელ: 2 444 444 (4252), მობ: 577 74 02 83
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სანათებისა და ნათურების შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=345&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".