ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T280 - ტენდერი მინერალური წყალი "ფლატეს" დისტრიბუციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 05 თებერვლამდე. სატენდერო წინადადება დამატებით გახანგრძლივდა 15 თებერვლამდე.
ტენდერის აღწერილობა:

შპს “Georgian water & Company” აცხადებს ტენდერს ნატურალური მინერალური წყალი “ფლატეს” დისტრიბუციასთან დაკავშირებით.

სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი:

  • 0.5 ლიტრიანი პეტ. ბოთლი
  • 1.0 ლიტრიანი პეტ. ბოთლი
  • 1.5 ლიტრიანი პეტ. ბოთლი
  • 0.5 ლიტრიანი შუშის ბოთლი (თებერვლის თვიდან)


ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:

მრავალი კვლევებით დადგენილია, რომ "ფლატე“ არის მსუბუქი, ყოველდღიური მოხმარების, უნიკალური სამკურნალო თვისებების, ამასთან სუფრისათვის განკუთვნილი, ნატურალური მინერალური წყალი.

2014 წელს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული კვლევებით, იგი აღიარებულია როგორც უნიკალური სუფრის სამკურნალო მინერალური წყალი. მოსკოვში ჩატარებული კვლევებით და სამედიცინო დასკვნებით დადგენილია, რომ წყალი ფლატე გამოიყენება 30-მდე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ (შინაგანი +გამოყენებისათვის). მათ შორის იგი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის, ინსულინდამოკიდებული დიაბეტის მკურნალობის დროს. ფლატე საუკეთესოა სუფრისთვის, რომელიც შეგვიძლია მოვიხმაროთ ყოველდღიურად როგორც სასმელი წყალი, რადგანაც მისი მინერალიზაცია არ აღემატება 3000 მგ/ლიტრში. ამასთან, ფლატეს წყალი საუკეთესოა საბანკეტო ღონისძიებებისთვის, რადგანაც იგი არ შედის ალკოჰოლთან რეაქციაში და პირიქით ანეიტრალებს მას.

სხვა პირობები:

სადისტრიბუციო კომპანიის შერჩევა მოხდება 2 ან 3 წლის ვადით.

სადისტრიბუციო ფასი წარმოადგენს ექსკლუზიურ ფასს და მასში ჩადებული იქნება დისტრიბუციის ინტერესი, აწარმოოს დისტრიბუცია და მიიღოს შესაბამისი მოგება.

საქართველოს ბაზარზე განკუთვნილი სარეალიზაციო ოდენობა, ფასები და სხვა პირობები პრეტენდენტს გადაეცემა ინდივიდუალურად.

დისტრიბუციის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია დაყოფილი გვაქვს ზონებად. დისტრიბუტორობის მაძიებელ კომპანიას შეუძლია წარადგინოს განაცხადი ერთ ან რამდენიმე ზონაზე:

  • 1. თბილისი
  • 2. რუსთავი
  • 3. მთლიანად კახეთის რეგიონი
  • 4. მცხეთა-თიანეთი
  • 5. გორის რაიონი, კასპის რაიონი, ქარელის რაიონი
  • 6. სამცხე-ჯავახეთი
  • 7. ქუთაისი, ბაღდათის რაიონი, წყალტუბოს რაიონი, ვანის რაიონი, ხონის რაიონი
  • 8. ზესტაფონის რაიონი, ხარაგაულის რაიონი, თერჯოლის რაიონი, ტყიბულის რაიონი
  • 9. საჩხერის რაიონი, ჭიათურის რაიონი
  • 10. სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი: მთლიანად რეგიონი
  • 11. ფოთი-გურია: ქ. ფოთი, გურიის რეგიონი
  • 12. აჭარა: მთლიანად აჭარის რეგიონი
  • 13. სამეგრელოს რაიონი (ფოთის გამოკლებით)
  • 14. მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის რაიონები


წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თუ რომელი ზონის ათვისების სურვილი გააჩნია. აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია პრეტენდენტის საქმიანობის შესახებ:

საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები (ტიპი და რაოდენობა). ამასთან, პრეტენდეტმა უდა წარმოადგინოს დსრიბუციის გეგმა, თუ როგორ განახორცილებს იგი დასახულ სადისტრიბუიო პოგრამას.

ტენდერის ჩატარების პირობები:

ტენდერის დეტალური მასალების მოთხოვნა და მიწოდება იწარმოებს 2015 წლის 4 იანვრიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე, ელ. ფოსტის მეშვეობით: phlate2@yahoo.com

სატენდერო წინადადების წარმოდგენა განხორციელდება 2015 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე ელ. ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: phlate2@yahoo.com

ტენდერის დასრულებიდან 5 დღის ვადაში განხორციელდება ერთი ან რამდენიმე პრეტენდენტის შერჩევა რის შემდეგაც მოეწყობა გასაუბრება. შერჩეულ პრეტენდენტებს გადაეგზავნებათ შეტყობინება, გასაუბრებასთან დაკავშირებით.

გასაუბრების დასრულებიდან 3 დღის ვადაში გამოვლინდება გამარჯვებული პრეტენდენტი, რაზედაც მას ოფიციალურად ეცნობება ელ. ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება მოხდება ტენდერის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთის გთხოვთ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ლევან ღურბელეიშვილი
ტელ: 595-91-08-11
E-mail:phlate2@yahoo.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ