ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T276 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

2015 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, აგრეთვე მთელი საქართველოს მასშტაბით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ 3
  • კომპანიის 2013-2014 წლების ფინანსური ბრუნვა (არანაკლენ 500 000 ლარის ოდენობით)
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები


გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით “ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის მიმღებში და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის)

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 იანვარი, 2015 წ. 17:00 საათი

საკონტაქტო პირი: თორნიკე ტოგონიძე 595 512429

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ