ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T273 - ტენდერი წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე ჰიდროელექტრო სადგურის ტერიტორიაზე, ტექნიკური წყალმომარაგების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვაზე.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 20.01.2015
  • ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია


წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ
  • ინფორმაციას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები)
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი
ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა არაუგვინეს 2014 წლის 28 დეკემბრისა ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის ინტერესი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ობიექტის ადგილზე დათვალიერების სურვილის შემთხვევაში, ვიზიტი დაიგეგმება 29-30 დეკემბერს.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 იანვრი 18:00. ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ