ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T269 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაზგასამართი სადგურების ქსელი პრომეთეგაზი აცხადებს ტენდერს 100 წყვილი უნიფორმის: კოსტუმ-ქურთუკის, მოკლე მკლავიანი მაისურის და შარვლის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის აღწერილობა:

კოსტუმი-ქურთუკი

კოსტუმი-ქურთუკი უნდა იყოს დათბუნული მოსახნელი სარჩულის მეშვეობით ყველა სეზონისთვის გამოსაყენებელი.
საშუალო სიგრძის (წელს ქვემოთ, სიგრძე დაზუსტდება შემსყიდველთან), მუქი ლურჯი ფერის ან ლურჯ ტონში, სწორი სილუეტის, იკვრება ელვა შესაკრავით, რომელიც უნდა დაიფაროს თამასით. თამასი უნდა იკვრებოდეს 5 მუქი ფერის კნოპით. კალთების ქვედა ნაწილში უნდა იყოს სარქველიანი დახრილი ჯიბეები, ელვა შესაკრავით.
სახელო ჩაკერებული, რეზინიანი მანჟეტით.
ქურთუკი დამუშავებულია დათბილული მოსახნელი სარჩულით. სარჩულს ორივე მხარეს აქვს ჰორიზონტალური ჩაჭრილი ჯიბე, ორივე იკვრება ელვა შესაკრავით.
ქურთუკის ნაკერები დამუშავებულია წებო ლენტით.
ქურთუკის წინა მარცხენა კალთაზე, გულმკერდის არეში და ზურგზე განთავსებული უნდა იყოს პრომეთეგაზის ლოგო ნაქარგი სახით, და ლოგოს ქვემოთ თეთრი ფერის ნაქარგი წარწერით “პრომეთეგაზი ”. ნაქარგი მაღალი ხარისხის, მკაფიო გამოსახულებით, ასოების გადაბმებისა და ამონაძენძების გარეშე.

კოსტუმი-ქურთუკი უნდა იყოს გამძლე რამდენიმე სეზონის მანძილზე. რაოდენობა: 100 ცალი

შარვალი

მუქი ლურჯი ფერის ან ლურჯ ტონში, სწორი სილუეტის, ჩაკერებული სალტეთი, ექვსი საქამრით, იკვრება წინ ელვა შესაკრავით და ერთ ღილზე ერთი ღილკილოთი. შარვალი დამუშავებულია მუხლამდე მოსახსნელი დათბუნული სარჩულით.
შარვლის წინა ნახევრები მუშავდება გვერდითი დახრილი ჯიბეებით. შარვლის უკანა ნაწილები მუშავდება გაჭრილი ჯიბეებით, შესაკრავით ერთ ღილზე, ერთი ღილკილოთი.

შარვალი უნდა იყოს გამძლე რამდენიმე სეზონის მანძილზე. რაოდენობა: 100 ცალი

მოკლე მკლავიანი მაისური

ლურჯი ფერის პოლოს ტიპის მაისური დამზადებული უნდა იყოს რბილი მატერიისგან კისერზე 3 თეთრი ფერის ღილით. კალთაზე, გულმკერდის არეში და ზურგზე განთავსებული უნდა იყოს პრომეთეგაზის ლოგო ნაქარგი სახით, და ლოგოს ქვემოთ თეთრი ფერის ნაქარგი წარწერით “პრომეთეგაზი ”. ნაქარგი მაღალი ხარისხის, მკაფიო გამოსახულებით, ასოების გადაბმებისა და ამონაძენძების გარეშე.

მაისური უნდა იყოს გამძლე რამდენიმე სეზონის მანძილზე. რაოდენობა: 100 ცალი

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში
მონაწილეობის მიღება:

ინტერესის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს 2014 წლის 29 დეკემბრამდე მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქუთაისი, ლ.ასათიანის 98,პრომეთეგაზის გაზგასამართი სადგური ან დასკანერებული ვარიანტი მეილზე: tenders@prometegas.ge

მყარი კოპიოც და დასკანერებული ვარიანტი დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

რეკვიზიტები:

საკონტაქტო პირი: მაია ფილიპია
მობ: 593 30 23 40
E-mail: tenders@prometegas.ge
მისამართი: ქუთაისი, ლ.ასათიანის 98, პრომეთეგაზის გაზგასამართი სადგური

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ