ჩაბარების ვადა:

31 დეკემბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T261 - ტენდერი სახარჯი მასალების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სახარჯი მასალების შესყიდვის თაობაზე 6 თვის განმავლობაში.

  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში N. 1
  • თანდართულ ფაილში მითითებული სავარაუდო რაოდენობით შესყიდვა განხორციელდება 6 თვის მანძილზე ეტაპობრივად
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში N. 2
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას #27ბ, შპს „ავერსის კლინიკა“
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია


- ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართულ ექსელის ფაილში (დანართი #1)

- მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
- თქვენი შეთავაზება შესაძლებელია წარმოადგინოთ ერთ ან რამოდენიმე (რაოდენობა შეზღუდული არ არის) წინადადებაზე
- ფასები უნდა ჩაიწეროს დანართში #1, სვეტში – ფასი. წინადადების მოწოდებისას თანმიმდევრობის შენარჩუნებისათვის ცხრილში არ ამოშალოთ ის პოზიციები, რომლებზეც ფასი არ გაქვთ, მხოლოდ დატოვეთ გრაფა თავისუფალი
- ღირებულების გადახდის პირობა
- მიწოდების ვადა
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა, ფირმა და კოდი, თუ ეს მითითებული არ არის დასახელებაში თანდართულ ცხრილში.
- თქვენი წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი 2014 წ. 31 დეკემბრამდე ელექტრონული სახით მეილზე: nato.tsilosani@aversi.ge.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ღირებულება
  • მიწოდების ვადა
  • ხარისხი
  • ანგარიშსწორების პირობა)


სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ელექტრონული სახით მეილზე: nato.tsilosani@aversi.ge.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

ნატო წილოსანი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახური
ტელ: 599 51 02 02
ელ.ფოსტა: nato.tsilosani@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ