ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T254 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 45 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი

საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 21 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერის მოკლე აღწერილობა:

გთხოვთ შემოგვთავაზეთ შემდეგი სადაზღვევო პირობები:

1) ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც სასურველია ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:

  • ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა
  • პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება
  • სტაციონარული სამედიცინო მომსახურება
  • ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა
  • მედიკამენტური მკურნალობა
  • პროფილაქტიკური შემოწმება
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • სტომატოლოგია


2) ოჯახის წევრების (მეუღლე და ნებისმიერი ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და ნათესავების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნათესავებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).

3) ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის (მინიმალური ლიმიტი 2000 ლარი).

4) სიცოცხლის დაზღვევა.

5) სამოგზაურო დაზღვევა.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

  • გამონაკლისების სია არ უნდა მოიცავდეს ხარჯების დაფარვას რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფო მუნიციპალური ჯანმრთელობის პროგრამებით
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს
  • სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებული პირობები, ლიმიტები და დაფარვა ყველა დაზღვეულისთვის უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად ასაკისა და დაზღვევაში ჩართვის თარიღისა
  • გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (დაახლოებით 30,000 ლარი)
  • უნდა განსაზღვროს ლიმიტი ორსულობის მონიტორინგის, მშობიარობის, ექიმის დაქირავების, ანესთეზიის და სხვა ნებისმიერი ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის (მინიმალური ლიმიტი 2000 ლარი)
  • მინიმალური თანადაფინანსება არანაკლებ 80%-სა


თანამშრომლების რაოდენობა 600–650 ადამიანი, დაზღვეული ოჯახის წევრების - 700 ადამიანი.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
  • სააპლიკაციო ფორმა


დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალის მიხედვით* (გთხოვთ შეავსოთ თანდართული ცხრილი და ასევე წარმოადგინოთ ცხრილის ელექტრონული ვერსია CD დისკზე)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია)
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში)
  • პროვაიდერების სია
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია


გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ფინანსურის კონტროლის ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21


* ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 26 იანვარი 2015 წ. (18:00 საათამდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დეა მოდებაძე
სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1413)

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ