ჩაბარების ვადა:

10 დეკემბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T249 - ტენდერი მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, (მიწის საკადასტრო კოდი 83.02.01.712) მრავალპროფილური კლინიკის სამშენებლო სამუშაოების (შავი კარკასი) ჩატარების მიზნით აცხადებს ტენდერს.

სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მონაცემების მქონე შენობის ასაშენებლად:

  • 1. შენობის საერთო ფართი – 3500 კვ.მ
  • 2. შენობის სართულების რაოდენობა – 5 სართული
  • 3. შავი კარკასი, პერიმეტრზე ამოყვანილი კედლები, გადახურული, მოჭიმული იატაკი
  • 4. სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2015 წლის 8 იანვარს და უნდა დამთავრდეს არაუგვიანეს 2015 წლის 31 მაისისა


ტენდერის პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაცდაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია
  • შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული)
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ
  • ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტს გააჩნია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართის მქონე შენობის აშენების გამოცდილება
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №1 სახით
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"


წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, მეორე ეტაპზე გადაეცემათ პროექტი. პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადასა (არაუმეტეს ზემოთ მითითებული ვადისა) და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

სატენდერო წინადადების უზრუნველსაყოფად პრეტედენტებს მოეთხოვებათ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის წარმოდგენა, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).

საკონტაქტო პირი - მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558 10 13 30, 2399888 (5669) ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ