ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T243 - მაგნიტური გამოსხივების სანიტარული პასპორტების შედგენა

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მობიტელი" აცხადებს საბაზო - სარელეო სადგურების ელექტრო - მაგნიტური გამოსხივების სანიტარული პასპორტების შედგენაზე კონკურსის საკვალიფიკაციო ეტაპს. კომპანია, რომელიც გადალახავს საკვალიფიკაციო ეტაპს მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.

სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • 1. კომპანიის დასახელება
  • 2. იურიდიული და ფაქტიური მისამართი
  • 3. საიდენტიფიკაციო კოდი
  • 4. საკონტაქტო პირის (მენეჯერის) სახელი, გვარი, ტელ
  • 5. ბუღალტრული ბალანსი (სასურველია ბოლო 3 წლის)
  • 6. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • 7. ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციის ან გაკოტრების პროცესი
  • 8. ცნობა საგადასახადოდან, რომ კომპანიას არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1. ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი (ბოლო 2 წლის)
  • 2. სარეკომენდაციო წერილები დამკვეთისგან
  • 3. ცნობა (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდან) მასზედ, რომ სუბიექტს აქვს ზემოაღნიშნული წარმოების უფლება და მის მიერ გაცემულ საბუთს ექნება იურიდიული ძალა
  • 4. საზომი მოწყობილობის, ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის ლიცენზია (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდან)
ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 09.12.2014 ელ-ფოსტაზე Ymeunargia@beeline.ge ან მისამართზე ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #8 (იასონ მეუნარგიას). შეკითხვებით გთხოვთ მიმართოთ იასონ მეუნარგიას. მობ: +995 5 97 97 00 98

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ