ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T208 - ტენდერი ულტრა-იისფერი ფულის დეტექტორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკასო ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • 1. 100 ერთეული ულტრა-იისფერი ფულის დეტექტორი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად.

მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 3 (სამი) კვირას

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთაავზონ ფასები მოდელების მითითებით


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 17 ოქტომბრიდან – 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ულტრა-იისფერი ფულის დეტექტორის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=320&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".