ჩაბარების ვადა:

16 სექტემბერი 2014, 10:00

სტატუსი:

დასრულებული

T171 - გაზის ბურთულიანი ონკანების შესყიდვა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დამატებით განხორციელდა ტენდერის მონაცემების განახლება. გთხოვთ იხილოთ ჩამონათვალი და ასევე განახლებული თანდართული ფაილი.
კონკურსის აღწერილობა:

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს გაზის ბურთულიანი ონკანების შესყიდვაზე.

შესასყიდი გაზის ბურთულიანი ონკანების ჩამონათვალი, მოცულობა, მიწოდების ადგილი და ვადები, აგრეთვე სპეციფიკაცია მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:30 საათიდან 18:30 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

ჩამონათვალი:

# დასახელება შეერთების ტიპი დიამეტრი, მმ რაოდენობა
1 გაზის ბურთულიანი ონკანი

ყვითელი ფერის პეპელა სახელურით

სამუშაო წნევა: მინ. 16 ატმ.

მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურა: -20С, +120С

სტანდარტი: TS EN

სავალდებულოა ნიმუშების წარმოდგენა
ხრახნული 15 30000
2 ხრახნული 20 5000
3 ხრახნული 25 1500
4 ხრახნული 32 1000
5 ხრახნული 40 500
6 ხრახნული 50 500
7 მილტუჩებით 70 100
8 მილტუჩებით 80 100
9 მილტუჩებით 100 100
10 მილტუჩებით 150 50
11 მილტუჩებით 200 30
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ა) უნდა გააჩნდეს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
  • ბ) უნდა გააჩნდეს გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად
  • გ) უნდა იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
  • დ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება
  • ე) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა
  • ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს
ტენდერის ჩაბარების პირობები:

დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2014 წლის 16 სექტემბერი, 10:00 საათი.

საკონკურსო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2014 წლის 16 სექტემბერი 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2300284, 595111234 გიორგი დაბახიშვილი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ