ხშირად დასმული კითხვები

ტენდერის გამოცხადება შესაძლებელია 2 სხვადასხვა გზით:

1) შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი სატენდერო განაცხადი თანდართულ ფაილებთან ერთად ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე info@tenders.ge. სატენდერო განცხადება აიტვირთება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ელ. ფოსტაზე მიიღებთ ტენდერის ბმულსა და ინვოისს.

2) თქვენი მომხმარებლითა და პაროლით სისტემაში შესვლის შემდეგ, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "გამოცხადება" და დამოუკიდებლად ატვირთოთ ნებისმიერი ტიპის ტენდერი. საიტზე უშუალოდ გამოჩენამდე ტენდერს დაადასტურებს ჩვენი ვებ-გვერდის მენეჯერი, რის შემდეგაც გადმოგეგზავნებათ შესაბამისი ბმული და ინვოისი. სამუშაო საათებში ატვირთული ტენდერის დადასტურების მაქსიმალური ვადაა 30 წუთი.

იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ პაროლი, საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს "შესვლა" და პაროლის შეყვანის ველის მარჯვენა მხარეს დააჭირეთ ღილაკს "აღდგენა". შეიყვანეთ თქვენს მიერ რეგისტრირებული ელ. ფოსტა და დააჭირეთ ღილაკს "აღდგენა". რამდენიმე წუთში თქვენს ელ. ფოსტაზე მიიღებთ პაროლის განახლების ბმულს, რომელზე გადასვლის შემდეგაც შეძლებთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პაროლი.

განცხადების ტიპის ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია შეთავაზებებს იღებს დალუქული კონვერტით ან ელ. ფოსტის საკუთარ მისამართზე (გამომდინარე სატენდერო მოთხოვნებიდან), ხოლო ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში შეთავაზებების წარდგენა ხორციელდება www.tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების სისტემის საშუალებით.

ელექტრონულ ტენდერებს აგრეთვე გააჩნია შემდეგი დამატებითი ფუნქციონალი:

  • დახურული ტენდერები მხოლოდ მოწვეული მომწოდებლებისთვის;
  • 3 სხვადასხვა ტიპის ვაჭრობის მექანიზმი;
  • ოქმების არქივირების ფუნქცია;
  • შეთავაზებების ექსპორტირების შესაძლებლობა შემდგომი ანალიზისთვის;
  • მიღებული შეთავაზებების დაზუსტების ფუნქცია.

VIP ბლოკში ტენდერის განთავსების შემთხვევაში თქვენი განცხადება 7 დღის განმავლობაში დარჩება ვებ-გვერდის ზედა მხარეს რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მისი ხილვადობის მაჩვენებელს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტენდერი ავტომატურად გადაინაცვვლებს ტენდერების სტანდარტულ სიაში. VIP ბლოკში ადგილები შეზღუდულია.

დასპონსორებული ბლოკი მდებარეობს VIP ბლოკის ქვემოთ და საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან საკუთარი გვერდი ჩვენს საიტზე, სადაც განთავსდება მხოლოდ მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები.

დასპონსორებული ბლოკის ზედა ნაწილში აგრეთვე განთავსდება კომპანიის მიერ მოწოდებული ბანერი (ზომა 1170 x 345).

ტენდერების გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

1. მიმდინარე ტენდერების გაფილტვრა - მონიშნეთ ღილაკი "მიმდინარე".
2. ძიება ტენდერის დასახელების ან გამომცხადებლის მიხედვით - მიუთითეთ საკვანძო სიტყვა საძიებო ველში.
3. ძიება CPV კოდის მიხედვით - გადაიყვანეთ კურსორი ღილაკისკენ "კოდი" და საძიებო ველში მიუთითეთ შესაბამისი კოდი ან თემატიკა.
4. სწრაფი ძებნა კატეგორიის მიხედვით - საძიებო ველის ქვეშ მოცემულია 6 კატეგორია სწრაფი ძებნისთვის, აირჩიეთ შესაბამისი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში უნდა გაეცნოთ სატენდერო დოკუმენტაციას და მოამზადოთ თქვენი შეთავაზება შემსყიდველის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შეთავაზების წარდგენის მეთოდი მითითებული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერების ელ. ფოსტაზე გამოსაწერად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში თქვენი მომხმარებლით და დააჭიროთ ღილაკს "გამოწერა".

შესაძლებელია როგორც ყველა ტენდერის, ასევე მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების გამოწერა.

ფიზიკურ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ტენდერში იმ შემთხვევაში თუ მომწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის შეზღუდვა აღნიშნულ საკითხზე.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.ge/files/ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია.pdf 

ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო პირს.

  • განცხადების ტიპის ტენდერის გამოქვეყნების ღირებულება - 30 ლარი.
  • ელექტრონული ტენდერის გამოცხადება - 30 ლარი.
  • ანონიმური ტენდერის გამოცხადება - 50 ლარი.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა - 20 ლარი.
  • VIP განყოფილებაში ტენდერის განთავსება - 50 ლარი.
  • შესყიდვების ყუთით სარგებლობა - 200 ლარი.

გაქვთ დამატებით კითხვები?

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, დააჭირეთ ღილაკ კონტაქტს

კონტაქტი